BBC - დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა - Palitra News

BBC - დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა

2026-09-09 16:22:40+04:00

დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ფრენების გაუქმების მიზეზი საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემა NATS-ში არსებული ტექნიკური გაუმართაობა იყო.

სამშაბათს, 8 სექტემბერს, დაგეგმილი 5 800 რეისიდან 1 700-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

დღეს, დილიდან კი 291 რეისი გაუქმდა, რაც დაგეგმილი 5 869 რეისის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, ჩვეულებრივ დღის გამავლობაში ეს მაჩვენებელი 1-2%-ია.

NATS-ის ხელმძღვანელმა, მარტინ როლფმა ბოდიში მოიხადა, რადგან ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას „იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იმედოვნებდა“ და პირობა დადო, რომ შეფერხების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყება.