გიორგი კაკაურიძე - დასაქმებული მოქალაქეების შემოსავალი გაიზარდა, რაზეც გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი მიუთითებს - იმის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, როგორ აისახება მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა, საშემოსავლო გადასახადია - Palitra News

გიორგი კაკაურიძე - დასაქმებული მოქალაქეების შემოსავალი გაიზარდა, რაზეც გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი მიუთითებს - იმის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, როგორ აისახება მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა, საშემოსავლო გადასახადია

2026-09-09 17:02:33+04:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს დასაქმებული მოქალაქეების შემოსავალი გაიზარდა, რაზეც გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი მიუთითებს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის ანგარიში განიხილეს, კაკაურიძემ განაცხადა, რომ საშემოსავლო გადასახადი შარშანდელ 6 თვესთან შედარებით 919 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

“ვინ იხდის საშემოსავლო გადასახადს? - საშემოსავლო გადასახადს საქართველოს მოქალაქეები იხდიან, რომლებიც დასაქმებული არიან და მათი ანაზღაურება იზრდება. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი 900 მილიონი მეტით არის გაზრდილი, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი ხელფასები, რაც საქართველოში რიგდება. ის თუ როგორ აისახება საქართველოს მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა, ამის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ საშემოსავლო გადასახადია. საშემოსავლო გადასახადია ინდიკატორი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე როგორ იზრდება ხელფასები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.