გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - Palitra News

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2026-09-09 17:38:34+04:00

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის თანხამად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.