ტურისტების ნაკადი შემცირდა - 2026 წლის იანვარ-ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით დაეცა - Palitra News

ტურისტების ნაკადი შემცირდა - 2026 წლის იანვარ-ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით დაეცა

2026-09-09 21:36:46+04:00

2026 წლის საზაფხულო სეზონი დასასრულს უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. ჯამურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით არის შემცირებული.