ვიზიტები ევროპაში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. უახლოეს მომავალში ბელგიასა და ლუქსემბურგში სტუმრობას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიზანია, წევრ ქვეყნებს აჩვენონ, რომ ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს. ვიზიტების ფონზე, ევროკავშირისგან საქართველოს მისამართით კვლავ კრიტიკა ისმის.