ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა. თურქული მედიის ცნობით, კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც ტექნიკური გაუმართაობის გამო რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა. მაშველებმა ორივე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. რიზეს პაზარის რაიონის გამგეობის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ბელგიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა.