ბრალდებები ნაციონალური მოძრაობისგან და პასუხები პარტია ახალის დამფუძნებლისგან - ოპოზიციონერი ანა წითლიძე, ნიკა გვარამიას 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს. გარიგებები ხელისუფლებასთან, კითხვები პარტიის სოლიდურ დაფინანსებებთან დაკავშირებით - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც პასუხების გაცემას ანა წითლიძე, ნიკა გვარამიას უკვე სოციალურ ქსელის არაერთი პოსტიდან სთხოვს. გვარამია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ 40 მილიონის დახარჯვასთან დაკავშირებული განცხადებები სიცრუეა.