პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება ირაკლი ღარიბაშვილის წერილები, სადაც ორგზის ყოფილი პრემიერი, ღიად უპირისპირდება ქართულ ოცნებას და მის წინააღმდეგ, პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ექსპრემიერის ადვოკატი აცხადებს, წერს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებამ, იმ წერილის ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც ღარიბაშვილის მტკიცებით ციხეში შეუგზავნეს და რომელიც, ასევე ღარიბაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური ბრძოლის დაწყების საფუძველი გახდა. პოლიტიკურ დევნას უარყოფს მმართველი გუნდი.