„ლელო“ ხელისუფლებას სახელმწიფო სერვისებზე გადასახადების ზრდაში ადანაშაულებს - რა გაძვირდა მოქალაქეებისთვის - Palitra News

„ლელო“ ხელისუფლებას სახელმწიფო სერვისებზე გადასახადების ზრდაში ადანაშაულებს - რა გაძვირდა მოქალაქეებისთვის

2026-09-09 21:56:34+04:00

"ლელო - ძლიერი საქართველო" ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 2021 წლიდან გაორმაგდა პირადობის მოწმობის, ბიზნესისა და ავტომობილის რეგისტრაციის ხარჯები, გასამმაგდა მართვის მოწმობისა და ქონების რეგისტრაციის ღირებულება, ხოლო პასპორტის ფასი 50%-ით გაიზარდა. პარტიის ინფორმაციით, 2022 წლამდე დაწყებული მონაცემების განახლების პროცესში 25 ათასზე მეტმა მეწარმემ 4 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. მათივე თქმით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 127 მილიონი ლარი შევიდა, რაც მათი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 152%-ით მეტია.