1. კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა. კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირს „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს“.
„ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს“, - აღნიშნა კოსმა. ევროკომისარის მტკიცებით, კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს ჩინეთიც, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.