რუბიო ირანს აფრთხილებს: "აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმებს ახალი დარტყმები მოჰყვება" - Palitra News

რუბიო ირანს აფრთხილებს: "აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმებს ახალი დარტყმები მოჰყვება"

2026-09-09 22:02:24+04:00

აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმებს აანონსებს. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ნავთობტანკერებზე დარტყმების საპასუხოდ, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიშის შესახებ გამოაცხადა.