სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე - დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნეს - Palitra News

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე - დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნეს

2026-09-09 22:05:07+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში რჩება. ელიზბარაშვილიმის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პროტესტის ნიშნად კი შიმშილობა დაიწყო. გამოქვეყნებულ წერილში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძალადობისა და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზეა დაბარებული ელიზბარაშვილის მეუღლეც. ელიზბარაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს. პროკურატურა მას მუქარაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მან დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.