საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძის გარდა ემანუელ მაკრონი სომხეთისა და სერბეთის პრეზიდენტებსაც მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტზე მსოფლიო ლიდერები კოსმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.