მსხვილი ჩინური გავლენები საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში - ამ თემაზე ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საუბრობს. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. მისივე თქმით, ჩინური „ინვესტიციები“მიზნად ისახავს ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია.