რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე დონალდ ტრამპი კვლავ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შედეგებზე აპელირებს - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე დონალდ ტრამპი კვლავ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შედეგებზე აპელირებს

2026-09-10 09:52:55+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე დონალდ ტრამპი კვლავ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შედეგებზე აპელირებს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და თუ მზად იქნება ვოლოდიმირ ზელენსკიც, სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა არსებობს. კრემლში კი აცხადებენ, რომ მოსკოვს ვაშინგტონის შუამავლობით მოლაპარაკებების განახლების პოლიტიკური ნება აქვს. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები 5-6 სექტემბერს თავდაპირველად მოსკოვში პუტინს, შემდეგ კი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.