გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმას რუსეთი თვეების განმავლობაში გეგმავდა. მერცმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი მხარს რუსეთს უჭერენ. მანამდე, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა გერმანიის მთავრობა ომის გაღვივების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დაეთანხმა.