ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება - Palitra News

ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

2026-09-10 09:54:27+04:00

ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფილიპინების სანაპირო დაცვის ცნობით, ბორანს ცეცხლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ პალავანის მახლობლად გაუჩნდა.

მაშველებმა 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ნოემი კაიაბიაბმა განაცხადა, რომ ბორტზე 134 ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.