ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

2026-09-10 11:07:27+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში სამდღიანი ვიზიტით, მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება.

„დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ დონეს კიდევ უფრო გაამყარებს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, კანადაში მოლაპარაკებებისას მთავარი აქცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადების საკითხებზე გაკეთდება.