დონალდ ტრამპი - თუ ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე აქტივობას გააგრძელებს, მაშინ აშშ ძლიერ დარტყმას განახორციელებს - Palitra News

დონალდ ტრამპი - თუ ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე აქტივობას გააგრძელებს, მაშინ აშშ ძლიერ დარტყმას განახორციელებს

2026-09-10 11:23:51+04:00

თუ ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე აქტივობას გააგრძელებს, მაშინ აშშ ძლიერ დარტყმას განახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების წინ დალასში, „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ მცირე აქტივობას „წერაქვის მთაზე“. ირანს ვურჩევდი, რომ სულელურად არ მოიქცეს, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი დარტყმის მიყენება მოგვიწევს. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

„წერაქვის მთა“ ნატანზის კომპლექსის მახლობლად მდებარე ბირთვული ობიექტია.

ამასთან, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უნდა დაერქვას.

„ამისგან რაღაც მეც უნდა მივიღო. ქალბატონებო და ბატონებო, მას ეს სახელი დაერქმევა. ამის შესახებ გამოვაცხადებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.