ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონს შეხვდა - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონს შეხვდა

2026-09-10 11:41:58+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, - ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანს პარიზში, ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანს საერთაშორისო კოსმოსურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარების მნიშვნელობას, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი დეკლარაციის შესაბამისად“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები განიხილა.