წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა - ღონისძიების სტრატეგიული პარტნირი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, "ლიბერთი ბანკია" - Palitra News

წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა - ღონისძიების სტრატეგიული პარტნირი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, "ლიბერთი ბანკია"

2026-09-10 13:49:08+04:00

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პროექტირებისას გათვალისწინებული უსაფრთხოების რისკების პრინციპების წარდგენა იყო. როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნირი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ლიბერთი, წელსაც შეუერთდა Testers’ International Day-სა და Testing Cup-ს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს, ამიტომ კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭევს როგორც მათი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით პროფესიული გუნდის გაძლიერებას.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.