ნატო-ს გენერალური მდივანი - რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით - Palitra News

ნატო-ს გენერალური მდივანი - რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით

2026-09-10 15:14:27+04:00

რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, გერმანიის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთი ევროპისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება, რადგან მისი ეკონომიკა მთლიანად თავდაცვასა და ომისთვის მზადებაზეა მიმართული.

„რუსეთის ბოლოდროინდელი მტრული ქმედებები გაუაზრებელია, საშიშია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, ჩვენ ეს არ გვაშინეს. ვიცით, რომ ეს იმ სასოწარკვეთილი რეჟიმის ტაქტიკაა, რომელიც უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მზადყოფნას არ ავლენს.

„რუსეთი ძალიან მძიმე დანაკარგებს განიცდის. ყოველთვიურად 40000-ზე მეტი დაღუპული ან მძიმედ დაშავებული. პუტინს ჰგონია, რომ ჩვენი დაყოფა, დესტაბილიზაცია და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის დასუსტება შეუძლია, მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.