პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში და გამოხმაურებებს საქართველოში - Palitra News

პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში და გამოხმაურებებს საქართველოში

2026-09-10 15:54:50+04:00

პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი მეორე დღეა მიმდინარეობს - 120 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატს შორის საქართველოცაა. მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც დელეგატები მსჯელობენ. მმართველი გუნდისთვის ეს დამატებითი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამას ურთიერთობების ნორმალიზებასთან კავშირი არ აქვს.