ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ჯერ ახალი გზავნილები არ ჩანს, უცნობია, რაზე გაამახვილებს ყურადღებას ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში, თუმცა მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო, ექსპრემიერის ირგვლივ განვითარებული პროცესები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება. ოპოზიცია რომელიც ქართული ოცნების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის არსებულ დაპირისპირებას ყურადღებით აკვირდება, ამბობს რომ ღარიბაშვილის ბრალდებები მმართველი სისტემის რეალურ სახეს ბოლომდე აშიშვლებს. ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ მიზნებსა და სპეკულაციურ განცხადებებზე საუბრობს მმართველი გუნდი.