შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს. როგორც თორნიკე რაზმაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების მარგარიტა სიმონიანის და ვლადიმერ სალავიოვის მისამართით შეურაცხყოფას ედავება.