2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ოპოზიცია ურთიერთბრალდების რეჟიმშია. ნაციონალური მოძრაობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ სთხოვს დამატებით განმარტოს საიდან გაჩნდა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში 40 მილიონი. პარტიაში ამბობენ რომ გვარამია-მელიას ერთობას საზოგადოების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს,. თავის მხრივ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები ამბობენ რომ ირიბი მინიშნება მათსა და ხელისუფლებას შორის არსებულ ფარულ გარიგებაზე - უსაფუძვლოა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტებს შორის ამ თემაზე განხილვები საარჩევნო კამპანიაში შავი ფულის გამოყენებას ადასტურებს.