„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ბოლო 14 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს...მათ შორის, მისი თქმით, ადამიანების შესაძლო მკვლელობებთან, ნარკოვაჭრობისა და კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით. ფარულავას თქმით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ საკითხებზე დუმილს ირჩევს, რაც მისი შეფასებით, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის სრული მფარველობა აქვს გადაწყვეტილი. ლაშა ფარულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ვიდრე დრო აქვს, ბიძინა ივანიშვილი დააკავოს.