სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ გაფართოებულ სანქციათა სიაში მოხვდნენ ავიაკომპანიები, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც სხვა შემთხვევებში, აღნიშნულ საკითხზეც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოს წარსულშიც შეუზღუდავს რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.