რუსეთ-უკრაინის სამხედრო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება - Palitra News

რუსეთ-უკრაინის სამხედრო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება

2026-09-10 16:05:53+04:00

რუსეთ-უკრაინის სამხედრო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა. დარტყმები განხორციელდა იამალ-ნენთა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დაღესტანის საზღვაო პორტზე. ასევე, იერიშები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე. საპასუხოდ კი, რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე დარტყმებს განაგრძობს. ამ ფონზე, აშშ ომში მყოფი მხარეების ლიდერებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, რათა ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს.