რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინი 11-13 სექტემბერს ინდოეთში სამუშაო ვიზიტით იქნება, სადაც დედაქალაქ ნიუ-დელიში დაგეგმილ BRICS-ის მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ინდოეთში დღეს საღამოს გაფრინდება, ხოლო 11 სექტემბერს, სამიტის წინა დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.
ინდოეთში BRICS-ის ლიდერების სამიტი 12-13 სექტემბერს გაიმართება. სამიტში სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.