სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება - Palitra News

სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება

2026-09-10 17:32:40+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება.

ის ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით უპასუხებს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

ასევე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური