დიტო ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა - Palitra News

დიტო ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

2026-09-10 20:43:48+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე კითხავენ. ის გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით პასუხობს.

ჩუბინიძემ გამოკითხვამდე არ დააკონკრეტა, რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას. მისი თქმით, სასამართლოს სიმართლეს ეტყვის, დეტალებზე კი მედიასთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

საქმე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებას უკავშირდება. პროკურატურამ დაადასტურა თვითმკვლელობის ფაქტი და განაცხადა, რომ სხვადასხვა პირის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე არაერთი ადამიანი გამოიკითხა.