თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, უწყება მას რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის, შეურაცხყოფას ედავება, სამინისტროში კი არ აკონკრეტებენ, თუ ვის მიაყენა შეურაცხყოფა აქტივისტმა. სამართალდარღვევის ოქმი კიდევ ერთ მოქალაქესაც შეუდგინეს, რომელსაც პრემიერის შეურაცხყოფას ედავებიან. რაზმაძის შეფასებით, ორი საქმის ერთად წარმოჩენით უწყება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მან ირაკლი კობახიძეს მიაყენა შეურაცხყოფა.