ირაკლი კობახიძის პარიზის ვიზიტი დასრულდა -„ქართული ოცნება“ სამიტს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობად აფასებს - Palitra News

ირაკლი კობახიძის პარიზის ვიზიტი დასრულდა -„ქართული ოცნება“ სამიტს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობად აფასებს

2026-09-10 20:46:50+04:00

პარიზში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა. პრემიერი საფრანგეთში კოსმოსის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამიტს დაესწრო, რომელშიც 120 ქვეყნის დაახლოებით 2 000 დელეგატი მონაწილეობდა. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სამიტი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ პრემიერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უერთიერთობებს ვერ გამოასწორებს.