ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა ყოფილი პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენები კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების თემად რჩება. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შესაძლო უთანხმოებაზე საუბრობს და ღარიბაშვილის განცხადებებს მმართველი სისტემის პრობლემების გამოვლინებად აფასებს. ხელისუფლებაში კი ყოფილი პრემიერის პოზიციებს მის პოლიტიკურ ინტერესებსა და სპეკულაციებს უკავშირებენ.