2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ „კოალიცია ცვლილებისთვისგან“ წინასაარჩევნო პერიოდში 40 მილიონი ლარის წარმომავლობის შესახებ დამატებით განმარტებებს ითხოვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ გვარამია-მელიას გაერთიანებამ საზოგადოებას ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. კოალიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ფარული გარიგების შესაძლო არსებობაზე საუბარს უსაფუძვლოს უწოდებენ.