საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო გახდება - ახალი წესები 2027 წლიდან ამოქმედდება - Palitra News

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო გახდება - ახალი წესები 2027 წლიდან ამოქმედდება

2026-09-10 20:54:32+04:00

საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება. ახალი რეგულაციით, M1, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება ეტაპობრივად სავალდებულო გახდება.

თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოთხოვნა 2027 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ტაქოგრაფის გამოყენება კი 1 ივნისიდან. სხვა შესაბამის მიმართულებებზე ორივე მოთხოვნა 2027 წლის 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.