საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ემიჯნება - Palitra News

საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ემიჯნება

2026-09-10 20:58:49+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ემიჯნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიისთვის მიუღებელია წმინდანის სახელის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერის ან გამართლების მიზნით გამოყენება. განცხადება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ჯაღმაიძის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისიც, რომ წმინდანის სახელის ამგვარ გამოყენებას რუსეთის ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი მხარს უჭერს.