ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
ნიკა გვარამიას თქმით, ანა წითლიძის განცხადებები ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა.
„ჩემს „ნაციონალ“ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა: „გვარამიამ მითხრა, „მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“, მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას - მეთქი“.