ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კანადა ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს შეუერთდება და დრონებზე შეთანხმებას ამზადებს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კანადა ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს შეუერთდება და დრონებზე შეთანხმებას ამზადებს

2026-09-10 22:07:48+04:00

კანადა ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს შეუერთდება და დრონებზე შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს კანადის პრემიერ-მინისტრ, მარკ კარნისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

“მარკმა [კარნიმ] დაგვარწმუნა, რომ კანადა მზად არის შეუერთდეს ჩვენს ევროპულ ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს, თავისი ტექნოლოგიების მოწოდებით. ეს ნაბიჯი საჭირო და დროულია. ასევე იქნება დამატებითი თავდაცვითი პაკეტები.

რა თქმა უნდა, ასევე ძალიან არსებითად განვიხილეთ პერსპექტიული ორმხრივი პროექტები თავდაცვასა და ეკონომიკაში. კერძოდ, ჩვენი გუნდები ამჟამად დრონებზე შეთანხმებაზე მუშაობენ. მოველით, რომ სრულფასოვანი შეთანხმების მიღწევას შევძლებთ ახლო მომავალში,” - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ზელენსკიმ და კარნიმ ასევე ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე.