ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციის აკრძალვაზე და ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციის აკრძალვაზე და ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები

2026-09-11 12:33:00+04:00

„ქართული ოცნება“ ისევ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ალაპარაკდა. ამჯერადაც თემა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაააქტიურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. პრემიერ-მინისტრის ეს კომენტარი ოპოზიციურმა ძალებმა საკონსტიტუიციო სასამართლოს საქმიანობაში პირდაპირ ჩარევად აღიქვეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ კობახიძე სასამართლოს კარნახობს, რა გადაწტყვეტილება უნდა მიიღოს. ცოტნე შაორშაძეს მოვუსმინოთ.