საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა. პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია “სურსათის ეროვნული სააგენტოს” ზოოვეტერინარი., მან მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა. მესამე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.