ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით გვჭირდება ლოცვა და ღვთის შეწევნა.
„ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლების პირობებში. ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდმო, ამიტომ, ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა. მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრების. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება“, -აღნიშნა პატრიარქმა.