ნიკა გვარამია ანა წითლიძის განცხადებაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ - კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით? - Palitra News

ნიკა გვარამია ანა წითლიძის განცხადებაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ - კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?

2026-09-11 15:49:39+04:00

მწვავე ბრალდებები ოპოზიციურ ველზე გრძელდება - დაპირისპირების ეპიცენტრში ისევ "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. ყოფილი სახელისუფლებო გუნდი გვარამია-მელიას ერთობას დამატებით განმარტებებს სთხოვს, საიდან გაჩნდა 2024 წელს მათ წინასაარჩევნო კამპანიაში 40 მილიონი ლარი. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ აქვთ კითხვები რაზეც პასუხების ნაცვლად ცილისწამებას ისმენენ. "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები აცხადებენ, რომ ყველაფერი ნათელია, ფინანსები გამჭვირვალეა და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი თავად იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან ფულს.