შალვა პაპუაშვილი - მარტა კოსის განცხადება სერბეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ განცხადებებს, რომელიც გაფართოების კუთხით გვესმის - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - მარტა კოსის განცხადება სერბეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ განცხადებებს, რომელიც გაფართოების კუთხით გვესმის

2026-09-11 15:51:54+04:00

„იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“. მმართველ გუნბდში ამბობენ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს დაემსგავსა და ცდილობს კანდიდატ ქვენებს საკუტარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ ჰქონდეთ.