ანა წითლიძე - კობა კობალაძის, კობა ლიკლიკაძის და მალხაზ თოფურიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარამიძე - მივმართავ სამივეს: თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ! - Palitra News

ანა წითლიძე - კობა კობალაძის, კობა ლიკლიკაძის და მალხაზ თოფურიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარამიძე - მივმართავ სამივეს: თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ!

2026-09-11 19:57:41+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის ვეტერანების - კობა კობალაძის, კობა ლიკლიკაძის და მალხაზ თოფურიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

წითლიძე აღნიშნულ პიროვნებებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ უდანაშაულო ადამიანი დააჭერინეს.

„კობა კობალაძე, კობა ლიკლიკაძე, მალხაზ თოფურია - ამ ადამიანების ჩვენების საფუძველზე დააკავეს გია ბარამიძე.

მივმართავ სამივეს: თქვენ ხართ არაკაცები! არაქრისტიანები! არაადამიანები! თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ! თქვენ არც მამად ვარგიხართ, არც ბაბუად, არც ოჯახის წევრად! მითუმეტეს ქართველად თქვენ არ ვარგიხართ!

თქვენ იცით, რა არის თქვენი არაკაცური სახელი! თქვენ მაგ სახელით მოგიწევთ ცხოვრება“! - წერს წითლიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.