სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში შეურაცხმყოფელი განცხადება რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის, მისამართით გააკეთა. თუმცა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ადრესატი არა სიმონიანი, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო და, შესაბამისად, რაზმაძემ მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგოს. რაზმაძის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება ცდილობს, რუსულ მხარეს დაანახოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მათი ინტერესების სასარგებლოდ სჯის.