მწვავე ბრალდებები ოპოზიციურ ველზე გრძელდება - დაპირისპირების ეპიცენტრში ისევ კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა არიან. ანა წითლიძის მტკიცებით, გვარამია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენის შემცირებასა და თავად მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერობაზე საუბრობდა, მათ შორის ნიკა გილაურის შესაძლო პრემიერობის კანდიდატურაზეც. ბრალდებებს გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციად აფასებს, ირაკლი ფავლენიშვილი კი აცხადებს, რომ მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხების ნაცვლად შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა უწევთ. თავად წითლიძე კი გვარამიას საჯარო დებატებში იწვევს - შედგება თუ არა შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.