პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოების მიმართულება, გააკრიტიკა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს ემსგავსება და კანდიდატ ქვეყნებს საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარებას უზღუდავს. მარტა კოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.