თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2026-09-12 15:16:04+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გია ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ. პროცესს ესწრება ბრალდებულიც. რას გულისხმობდა ბარამიძე, როცა იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში თქვა :აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ" - ადვოკატმა დრეს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.